Saturday, February 14, 2015
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ რამდენი სახისაა და როგორ უნდა დავამზადოთ ბუკლეტი. განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმაში არსებული სტანდარტიდან, 21 საუკუნის უნარ ჩვევებიდან და ბლუმის ტაქსონომიის ზმნებიდან. ვისწავლეთ როგორ უნდა მოვარგოთ ჩვენი მიაზნები სტანდარტს . განვსაზღვრეთ და განვიხილეთ მიმართულების კითხვები, რომელიც ჩემთვის სიახლე იყო და აქამდე არასდროს გამომიყენებია. ვფიქრობ საინტერესო მიდგომაა პროექტის წერისას, რადგან ის ეხმარება მოსწავლეს საფუძვლიანად გაანალიზოს კონკრეტული თემა და მე მას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი პროექტის წერისას.
Sunday, February 8, 2015
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ ჩვენი არჩეული და ჩვენთვის სასურველი პროექტების მიმოხილვით, განვიხილეთ მისი აქტუალობა თანამედოვეობაში.
მიმოვიხილეთ წინა დღის ნასწავლი მასალა და დავამატეთ word ფაილში მუშაობის პრინციპები, მისი ძირითადი და დამხმარე ინსტრუმენტები.
ვისწავლეთ სარეკლამო ბუკლეტის დამზადება, მისი დიზაინი, გაფორმება, მნიშვნელობა პროექტის განხორციელებისას, მისი სასწავლო პროექტისთვის მორგება, საჭიროება და ინფორმაციულობა. ადგილზევე შევქმენით სარეკლამო ბუკლეტის მონახაზი, გავაფორმეთ და შევეცადეთ საინტერესოდ მიგვეწოდებინა მკითხველისთვის ჩვენი პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა XXI საუკუნეში.
ვიმუშავეთ ბლოგზეც, გავიხსენეთ მისი გაკეთების პრინციპი, ინსტრუმენტები და თვალი გადავავლეთ უკვე გაკეთებულ და განთავსებულ მასალას, ვისწავლეთ ინფორმაციის დამატება და განახლება.
ვფიქრობ, დღევანდელი ტრენინგი ძალიან ინფორმაციული და გამოსადეგი იყო. ის დაგვეხმარება პროექტის სწორად დაგეგმასა და წარმართვაში. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემი პროექტის განხორციელებისას, რადგან ის გახდება უფრო ეფექტური და ორგანიზებული.

Saturday, February 7, 2015
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღე დაიწყო ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის გაცნობით, მიმოვიხილეთ ინტელის ვებ-გვერდი და გავეცანით როგორ უნდა მოვიხმაროთ როგორც დამხმარე სახელმძღვანელო სასწავლო პროექტების წერისას.
გავეცანით გზამკვლევს, როგორც უნდა მოვახდინოდ ამ გვერდის ეფექტურად გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით. შევისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ პორტფოლიოს საქაღალდე. გავეცანით კურსის დამხმარე რესურსებს და შევინახეთ ისინი შემდგომი გამოყენებისთვის. განვიხილეთ სხვადასხვა საგნობრივი პროექტები, მათი დანიშნულება და გამოყენება ბავშვების შემდგომი განვითარებისა და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის შედგენაში. განვიხილეთ და შევისწავლეთ ბლოგების შექმნის სხვადასხვა გზა და ტრენინგის მსვლელობისას ჩვენ თვითონ შევქმენით ბლოგი.
აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი გაკვეთილის დაგეგმისას, რადგან ის მორგებულია თანამედროვე სტანდარტს და მოსწავლეს განუვითარებს XXI საუკუნის უნარ ჩვევებს. ამავედროს სწავლებას და გაკვეთილის პროცესს გახდის საინტერესოს და თანამედროვე ტექნოლოგიებით დატვირთულს.

Subscribe to:
Posts (Atom)