Saturday, February 7, 2015

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე დაიწყო ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის გაცნობით, მიმოვიხილეთ ინტელის ვებ-გვერდი და გავეცანით როგორ უნდა მოვიხმაროთ როგორც დამხმარე სახელმძღვანელო სასწავლო პროექტების წერისას.
გავეცანით გზამკვლევს, როგორც უნდა მოვახდინოდ ამ გვერდის ეფექტურად გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით. შევისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ პორტფოლიოს საქაღალდე. გავეცანით კურსის დამხმარე რესურსებს და შევინახეთ ისინი შემდგომი გამოყენებისთვის. განვიხილეთ სხვადასხვა საგნობრივი პროექტები, მათი დანიშნულება და გამოყენება ბავშვების შემდგომი განვითარებისა და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის შედგენაში. განვიხილეთ და შევისწავლეთ ბლოგების შექმნის სხვადასხვა გზა და ტრენინგის მსვლელობისას  ჩვენ თვითონ შევქმენით ბლოგი.
აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი გაკვეთილის დაგეგმისას, რადგან ის მორგებულია თანამედროვე სტანდარტს და მოსწავლეს განუვითარებს XXI საუკუნის უნარ ჩვევებს. ამავედროს სწავლებას და გაკვეთილის პროცესს გახდის საინტერესოს და თანამედროვე ტექნოლოგიებით დატვირთულს.

No comments:

Post a Comment