Saturday, February 14, 2015
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ რამდენი სახისაა და როგორ უნდა დავამზადოთ ბუკლეტი. განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმაში არსებული სტანდარტიდან, 21 საუკუნის უნარ ჩვევებიდან და ბლუმის ტაქსონომიის ზმნებიდან. ვისწავლეთ როგორ უნდა მოვარგოთ ჩვენი მიაზნები სტანდარტს . განვსაზღვრეთ და განვიხილეთ მიმართულების კითხვები, რომელიც ჩემთვის სიახლე იყო და აქამდე არასდროს გამომიყენებია. ვფიქრობ საინტერესო მიდგომაა პროექტის წერისას, რადგან ის ეხმარება მოსწავლეს საფუძვლიანად გაანალიზოს კონკრეტული თემა და მე მას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი პროექტის წერისას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment