ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ ჩვენი არჩეული და ჩვენთვის სასურველი პროექტების მიმოხილვით, განვიხილეთ მისი აქტუალობა თანამედოვეობაში.
მიმოვიხილეთ წინა დღის ნასწავლი მასალა და დავამატეთ word ფაილში მუშაობის პრინციპები, მისი ძირითადი და დამხმარე ინსტრუმენტები.
ვისწავლეთ სარეკლამო ბუკლეტის დამზადება, მისი დიზაინი, გაფორმება, მნიშვნელობა პროექტის განხორციელებისას, მისი სასწავლო პროექტისთვის მორგება, საჭიროება და ინფორმაციულობა. ადგილზევე შევქმენით სარეკლამო ბუკლეტის მონახაზი, გავაფორმეთ და შევეცადეთ საინტერესოდ მიგვეწოდებინა მკითხველისთვის ჩვენი პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა XXI საუკუნეში.
ვიმუშავეთ ბლოგზეც, გავიხსენეთ მისი გაკეთების პრინციპი, ინსტრუმენტები და თვალი გადავავლეთ უკვე გაკეთებულ და განთავსებულ მასალას, ვისწავლეთ ინფორმაციის დამატება და განახლება.
ვფიქრობ, დღევანდელი ტრენინგი ძალიან ინფორმაციული და გამოსადეგი იყო. ის დაგვეხმარება პროექტის სწორად დაგეგმასა და წარმართვაში. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემი პროექტის განხორციელებისას, რადგან ის გახდება უფრო ეფექტური და ორგანიზებული.
No comments:
Post a Comment