Monday, September 21, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი 
მარიამ ლაზარაშვილი
რაიონი
შიდა ქართლი
სკოლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის საჯარო სკოლა
ქალაქი
გორი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ისწავლე ინგლისური და დაკავდი ხელგარჯილობით
(make crafts and practice your English)
თემის შინაარსი
პროექტი ითვალისწინებს 5-6 კლასის მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ნივთების დამზადებასა და ინგლისურ ენაზე ნამუშევრების წარდგენას. მოსწავლეები რეგისტრირდებიან ბრიტანეთის საბჭოს გვერდზე, ინდივიდუალურად იძიებენ მათთვის საინტერესო ნივთების დამზადების ხერხს, რომლის ინსტრუქციაც თავად ბრიტანეთის საბჭოს გვერდზეა გამოქვეყნებული(http://learnenglishkids.britishcouncil.org/en/craft-downloads) მართავენ პრეზენტაციას საკუთარი ნამუშევრის გაცნობის და სხვა  მოსწავლეთა ინფომრმირების მიზნით. აკეთებენ თავისი პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერს და შემდგომ ზეპირ პრეზენტაციას.
საგანი
ინგლისური
დონე/კლასი  
V-VI კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
4 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

უცხ.დ.IV.2.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის ილუსტრირებული დიალოგის გაგება.
·           ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);
უცხ.დ.IV.3.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის აღწერითი/ ნარატიული ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება.
·           მოვლენათა თანმიმდევრულობის მიხედვით განალაგებს/ნომრავს სურათებს;
უცხ.დ.IV.5. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
·           ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (მაგ. ავსებს ცხრილს/სქემას, ასრულებს ნახატს, პოულობს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა).

უცხ.დ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
·             ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
უცხ.დ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციების აღწერა.
·           ასახელებს მოქმედებებს.
უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზ სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების/ნაკეთობებისგამოფენის მოწყობა; სპექტაკლის დადგმა; უცხოური სამზარეულოს
სხვებისთვის გაცნობა დასხვა) განხორციელება.
·           მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
·            გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
 მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










1.        შეკითხვების დასმა

 ვ-მ-ვ  ცხრილი

ვიდეო პრეზენტაცია


ზეპირი პრეზენტაცია

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
დავუსვამ შეკითხვებს ჯგუფს, მოსწავლეების საჭიროებების და საბაზისო ცოდნის განსაზღვრის მიზნით. რათა დავადგინო იციან თუ არა მოსწავლეებმა მათთვის საჭირო სიტყვები, რომლებიც გამოადგებათ შემდგომ ზეპირი პრეზენტაციისას. მოსწავლეები შეავსებენ ცხრილს ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე, სადაც გამოკვეთავენ თუ რა საბაზისო ცოდნას ფლობდნენ ზეპირი პრეზენტაციის უნარის შესახებ, რა გაიგეს მათ შემდგომ უკვე საკუთარი გამოცდილებიდან და რა დარჩა ისეთი რისი გაგება და სწავლა უნდათ, რომ მათი პრეზენტაცია იყოს სრულყოფილი. პროექტზე მუშაობის შუალედურ ეტაპზე მოსწავლეები მიგზავნიან ვიდეო პრეზენტაციას, სადაც ისინი აღწერე თუ რა ნივთის გაკეთება გადაწყვიტეს მათ, რა სჭირდებათ ამის გასაკეთებლად და ეტაპები,  როგორ უნდა გააკეთოს ის.  პროექტის ბოლო ეტაპზე, მოსწავლეები მოახდენენ თავისი ნამუშევრების წარდგენას ზეპირი პრეზენტაციის საშუალებით.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
პრეზენტაციის უნარი, ისტ გამოყენების უნარი
სასწავლო პროცედურები
საბაზისო ცოდნის  შემოწმება და გამყარება
დაფაზე ვუწერ შეკითხვას „რატომ გვიჭირს ინგლისურად ლაპარაკი?“ და „გავაკეთებდი თუ არა პრეზენტაციას აუდიტორიის წინ თუ ამის საშუალება მომეცემოდა?“  მოსწავლეებინ ფიქრობენ, განიხილავენ საკუთარ სისუსტეებს და დადებით მხარეებს, აბათილებენ ერთმანეთის მოსაზრებას ან პირიქით იზიარებენ მას. განიხილავენ ერთმანეთის აზრს, მსჯელობენ რა იწვევს ამ პრობლემებს და რა შედეგი შეიძლება მოყვეს მათ. ამის შემდეგ გამოყოფენ იმ პრობლემეს, რომლებსაც თვითონ თითოეულს აწუხებს და ფიქრობს რომ ხელისშემშლელია. მათი მსჯელობის დასრულების შემდეგ დეტალურად ვაცნობ თუ რა სახის პრობლემა იჩენს თავს საუბრისას, რა შეცდომა შეიძლება დაუშვან ან უშვებენ ლაპარაკისას და ვუხსნი, რომ ყველა შეცდომა სწავლადი და გამოსწორებადია. საბოლოო შეჯამების მიზნით აკეთებენ ვ-მ-ვ ცხრილს.
პროექტის გაცნობა
მოსწავლეები გაეცნობიან პროექტს „ისწავლე ინგლისური და დაკავდი ხელგარჯილობით“
 მოსწავლეებს ავუხსნით, რომ პროექტზე როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად მოუევთ მუშაობა.  მიიღონ. დავარიგე ჯგუფური მუშაობის რუბრიკას. განიხილეთ ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებული მოლოდინები და სირთულეები და ვთხოვ მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრიკით ჯგუფური მუშაობის დროს.
ვყოფ ჯგუფებად და ვაცნობ ბრიტანეთის ვებ გვერდზე არსებულ ხელნაკეთ ნივთებს, ვაძლევ დროს აირჩიონ მათთვის სასურველი ნივთი და შემდგომ წარადგინონ ჯგუფში. შემდეგ ჯგუფურად წყვეტენ თუ რა დასჭირდებათ მათ ამ ნივთის დასამზადებლად.(წებო, მაკრატელი, ფერადი ფურცლები და ა.შ) ამის შემდგომ, იწყებენ მუშაობას და ქმნიან ამ ნივთებს, ხელმძღვანელობენ ბრიტანეთის საბჭოს გვერდზე არსებული ინსტრუქციით, შემდეგ ეტაპზე მოსწავლე უკეთებს პრეზენტაციას ჯგუფში. ჯგუფი აძლევს მითითებებს, უსწორებს ხარვეზს თუ შეუძლიათ თუ არადა ვეხმარები მე პრობლემის გადაჭრაში.  შემდეგ უკვე იღებენ ვიდეოს და მიგზავნიან შესაფასებლად. დასკვნით ეტაპზე ისინი პრეზენტაციას უკეთებენ თავის ნივთებს, მათი აწყობის საშუალებებსა და თუ რა გამოიყენეს ამ ნივთის შესაქმნელად ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებთან ხოლო ფინალურ ეტაპზე საუკეთესო მოსწავლე, რომელიც აირჩევა მათ მიერ წარდგება ბრიტანეთის ელჩთან და მის წინ მოახდენს პრეზენტირებას.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები) +
 ციფრული კამერა +
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი + 
 ლაზერული დისკი + 
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი +
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა +
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა+
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება +
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები

ინვენტარი/მასალებიფერადი
ფერადი ქაღალდები, წებო, მაკრატელი, თოკები, ჭიკარტები და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
სკოლის დირექცია, კათედრის წევრები, სხვა მოსწავლეები




No comments:

Post a Comment