Monday, September 21, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი 
მარიამ ლაზარაშვილი
რაიონი
შიდა ქართლი
სკოლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის საჯარო სკოლა
ქალაქი
გორი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ისწავლე ინგლისური და დაკავდი ხელგარჯილობით
(make crafts and practice your English)
თემის შინაარსი
პროექტი ითვალისწინებს 5-6 კლასის მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ნივთების დამზადებასა და ინგლისურ ენაზე ნამუშევრების წარდგენას. მოსწავლეები რეგისტრირდებიან ბრიტანეთის საბჭოს გვერდზე, ინდივიდუალურად იძიებენ მათთვის საინტერესო ნივთების დამზადების ხერხს, რომლის ინსტრუქციაც თავად ბრიტანეთის საბჭოს გვერდზეა გამოქვეყნებული(http://learnenglishkids.britishcouncil.org/en/craft-downloads) მართავენ პრეზენტაციას საკუთარი ნამუშევრის გაცნობის და სხვა  მოსწავლეთა ინფომრმირების მიზნით. აკეთებენ თავისი პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერს და შემდგომ ზეპირ პრეზენტაციას.
საგანი
ინგლისური
დონე/კლასი  
V-VI კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
4 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

უცხ.დ.IV.2.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის ილუსტრირებული დიალოგის გაგება.
·           ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);
უცხ.დ.IV.3.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის აღწერითი/ ნარატიული ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება.
·           მოვლენათა თანმიმდევრულობის მიხედვით განალაგებს/ნომრავს სურათებს;
უცხ.დ.IV.5. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
·           ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (მაგ. ავსებს ცხრილს/სქემას, ასრულებს ნახატს, პოულობს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა).

უცხ.დ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
·             ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
უცხ.დ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციების აღწერა.
·           ასახელებს მოქმედებებს.
უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზ სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების/ნაკეთობებისგამოფენის მოწყობა; სპექტაკლის დადგმა; უცხოური სამზარეულოს
სხვებისთვის გაცნობა დასხვა) განხორციელება.
·           მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
·            გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
 მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.

Tuesday, March 3, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

 ტრენინგის მეცხრე დღეს გავაკეთეთ პრეზენტაციები საკუთარი პრეოქტების, სადაც მოკლედ მიმოვიხილეთ რაზე იქნება ჩვენი პროექტები და რას გაიგებს მოსწავლე ამით. ვიმუშავეთ ბლოგში, სადაც შევქმენით ჩვენი ბლოგისთვის მთავარო მენიუ, რომელიც საშუალებას გვაძლებს გავკეთოთ მოკლე აღწერა ჩვენ ბლოგს და გავხადოთ უფრო მოქნილი. ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა, როგორც მთავარ გვერზე ასევე ჩვენს პოსტშიც. ხოლო ბოლოს გავაკეთეთ შეჯამება და საკუთარი თავის რეფლექსია.

Sunday, March 1, 2015

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს გავიმეორეთ თუ რას უნდა მოიცავდეს ჩვენი პროექტის გეგმის პროცედურები. ქალბატონმა ქეთიმ აგვიხსნა რა როლი აქვს ფასილიტაციას პროექტის განხორციელებისას. შევქმენით ჩვენი საკუთარი ფასილიტაციის ნიმუშები, რომელიც კარგი ინსტრუქციის მიმცემი იქნება მოსწავლეებისთვის, რომ სწორად იხელმძღვანელონ პროექტის კვლევისა და ანალიზის დროს.
გადავხედეთ ჩვენ პორტფოლიოს, გადავახალისეთ და მოვაწესრიგეთ. ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე.

Saturday, February 28, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ გამეორებით და შემდეგ დავიწყეთ მუშაობა ყველა კატეგორიის მოსწავლის საჭიროებით გათვალისწინებულ აქტივობებზე. შევადგინეთ სუსტი და ძლიერი მოსწავლისთვის გათვალისწინებული აქტივობები და ავტვირთეთ ჩვენს გეგმაში. გავეცანით  პროცედურების აღწერის ნიმუშებს, შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი, მოვარგეთ ჩვენს პროექტს და დეტალურად გავწერეთ პროექტის განხორციელების საფეხურები პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე. ტრენინგის ბოლოს დავწერეთ ჩვენი რეფლექსია.

Sunday, February 22, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე როგორც ყოველთვის გამეორებით დავიწყეთ, ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა, როგორ უნდა შეიქმნას ეფექტური პრეზენტაცია და რა საკითხებს უნდა მოიცავდეს პრეზენტაციის გაკეთების საფეხურები. გავეცანით შეფასების ნიმუშებს, რომელიც მოიცავდა ჯგუფურ, თანატოლთა და თვითშეფასებებს, გადმოვწერეთ ჩვენთვის სასურველი და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. გზამკვლევიდან გადავხედეთ გეგმებს, მიმოვიხილეთ პროექტის პროცედურები და მისი საფეხურები. რომელიც ძალიან დაგვეხმარება და გამოგვადგება ჩვენ პროექტის სრულყოფაში.ხოლო ტრენინგის დასასრულს დავწერეთ საკუთარი რეფლექსია.

Saturday, February 21, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე როგორც ყოველთვის დავიწყეთ გამეორებით, მიმოვიხილეთ უკვე ნასწავლი მასალები. ვისწავლოთ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები არსებული შაბლონების გამოყენებით. ვისწავლეთ როგორ უნდა დავტოვოთ კომენტარები სხვის ბლოგზე, შევაფასოთ მისი ნაშრომი ან როგორ წავშალოთ კომენტარი. ვისწავლეთ ბლოგის გამრავალფეროვნება სხვადასხვა გაჯეტების საშუალებით, რომელიც მლოგს გახდის მოქნილს და ადვილად გასაგებს. გაჯეტების საშუალებით ჩავსვით სურათი, გავაკეთეთ გამოკითხვა ჩვენთვის სასურველ თემაზე.

Sunday, February 15, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ გამეორებით თ როგორ იწერება მიმართულების კითხვები, საიდან უნდა გამომდინარეობდეს სტანდარტი და რა დამხმარე საშუალებები გვაქვს სტანდარტის წერის დროს. გავეცანით შეფასების სხვადასხვა ნიმუშებსა და მეთოდებს რომელიც დაგვეხმარება პროექტის შეფასებისას. ვიმაშავეთ დროში გაწერილ შეფასების გეგმაზე. გავაკეთეტ პროექტის გეგმის პრეზენტაცია, სადაც მოკლედ იყო ასახული პროექტის გეგმა.  ვიმუშავთ ბლოგშიც. ვისწავლეთ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული სტატიების წაშლა და აღდგენა. განვიხილეთ სხადასხვა დიზაინივისწავლეთ ჩვენთვის სასურველი სურათის ატვირთვა. ამ ნასწავ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი ბლოგშიც.

Saturday, February 14, 2015

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ რამდენი სახისაა და  როგორ უნდა დავამზადოთ ბუკლეტი. განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმაში არსებული სტანდარტიდან, 21 საუკუნის უნარ ჩვევებიდან და ბლუმის ტაქსონომიის ზმნებიდან. ვისწავლეთ როგორ უნდა მოვარგოთ ჩვენი მიაზნები სტანდარტს . განვსაზღვრეთ და განვიხილეთ მიმართულების კითხვები, რომელიც ჩემთვის სიახლე იყო და აქამდე არასდროს გამომიყენებია. ვფიქრობ საინტერესო მიდგომაა პროექტის წერისას, რადგან ის ეხმარება მოსწავლეს საფუძვლიანად გაანალიზოს კონკრეტული თემა და მე მას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი პროექტის წერისას.

Sunday, February 8, 2015

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ ჩვენი არჩეული და ჩვენთვის სასურველი პროექტების მიმოხილვით, განვიხილეთ მისი აქტუალობა თანამედოვეობაში.
 მიმოვიხილეთ წინა დღის ნასწავლი მასალა და დავამატეთ word ფაილში მუშაობის პრინციპები, მისი ძირითადი და დამხმარე ინსტრუმენტები.
ვისწავლეთ სარეკლამო ბუკლეტის დამზადება, მისი დიზაინი, გაფორმება, მნიშვნელობა პროექტის განხორციელებისას, მისი სასწავლო პროექტისთვის მორგება, საჭიროება და ინფორმაციულობა. ადგილზევე შევქმენით სარეკლამო ბუკლეტის მონახაზი, გავაფორმეთ და შევეცადეთ საინტერესოდ მიგვეწოდებინა მკითხველისთვის ჩვენი პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა XXI საუკუნეში.
ვიმუშავეთ ბლოგზეც, გავიხსენეთ მისი გაკეთების პრინციპი, ინსტრუმენტები  და თვალი გადავავლეთ უკვე გაკეთებულ და განთავსებულ მასალას, ვისწავლეთ ინფორმაციის დამატება და განახლება.
ვფიქრობ, დღევანდელი ტრენინგი ძალიან ინფორმაციული და გამოსადეგი იყო. ის დაგვეხმარება პროექტის სწორად დაგეგმასა და წარმართვაში. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემი პროექტის განხორციელებისას, რადგან ის გახდება უფრო ეფექტური და ორგანიზებული.

Saturday, February 7, 2015

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე დაიწყო ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის გაცნობით, მიმოვიხილეთ ინტელის ვებ-გვერდი და გავეცანით როგორ უნდა მოვიხმაროთ როგორც დამხმარე სახელმძღვანელო სასწავლო პროექტების წერისას.
გავეცანით გზამკვლევს, როგორც უნდა მოვახდინოდ ამ გვერდის ეფექტურად გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით. შევისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ პორტფოლიოს საქაღალდე. გავეცანით კურსის დამხმარე რესურსებს და შევინახეთ ისინი შემდგომი გამოყენებისთვის. განვიხილეთ სხვადასხვა საგნობრივი პროექტები, მათი დანიშნულება და გამოყენება ბავშვების შემდგომი განვითარებისა და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის შედგენაში. განვიხილეთ და შევისწავლეთ ბლოგების შექმნის სხვადასხვა გზა და ტრენინგის მსვლელობისას  ჩვენ თვითონ შევქმენით ბლოგი.
აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი გაკვეთილის დაგეგმისას, რადგან ის მორგებულია თანამედროვე სტანდარტს და მოსწავლეს განუვითარებს XXI საუკუნის უნარ ჩვევებს. ამავედროს სწავლებას და გაკვეთილის პროცესს გახდის საინტერესოს და თანამედროვე ტექნოლოგიებით დატვირთულს.