Saturday, February 28, 2015
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ გამეორებით და შემდეგ დავიწყეთ მუშაობა ყველა კატეგორიის მოსწავლის საჭიროებით გათვალისწინებულ აქტივობებზე. შევადგინეთ სუსტი და ძლიერი მოსწავლისთვის გათვალისწინებული აქტივობები და ავტვირთეთ ჩვენს გეგმაში. გავეცანით პროცედურების აღწერის ნიმუშებს, შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი, მოვარგეთ ჩვენს პროექტს და დეტალურად გავწერეთ პროექტის განხორციელების საფეხურები პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე. ტრენინგის ბოლოს დავწერეთ ჩვენი რეფლექსია.
Sunday, February 22, 2015
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღე როგორც ყოველთვის გამეორებით დავიწყეთ, ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა, როგორ უნდა შეიქმნას ეფექტური პრეზენტაცია და რა საკითხებს უნდა მოიცავდეს პრეზენტაციის გაკეთების საფეხურები. გავეცანით შეფასების ნიმუშებს, რომელიც მოიცავდა ჯგუფურ, თანატოლთა და თვითშეფასებებს, გადმოვწერეთ ჩვენთვის სასურველი და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. გზამკვლევიდან გადავხედეთ გეგმებს, მიმოვიხილეთ პროექტის პროცედურები და მისი საფეხურები. რომელიც ძალიან დაგვეხმარება და გამოგვადგება ჩვენ პროექტის სრულყოფაში.ხოლო ტრენინგის დასასრულს დავწერეთ საკუთარი რეფლექსია.
Saturday, February 21, 2015
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე როგორც ყოველთვის დავიწყეთ გამეორებით, მიმოვიხილეთ უკვე ნასწავლი მასალები. ვისწავლოთ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები არსებული შაბლონების გამოყენებით. ვისწავლეთ როგორ უნდა დავტოვოთ კომენტარები სხვის ბლოგზე, შევაფასოთ მისი ნაშრომი ან როგორ წავშალოთ კომენტარი. ვისწავლეთ ბლოგის გამრავალფეროვნება სხვადასხვა გაჯეტების საშუალებით, რომელიც მლოგს გახდის მოქნილს და ადვილად გასაგებს. გაჯეტების საშუალებით ჩავსვით სურათი, გავაკეთეთ გამოკითხვა ჩვენთვის სასურველ თემაზე.
Sunday, February 15, 2015
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ გამეორებით თ როგორ იწერება მიმართულების კითხვები, საიდან უნდა გამომდინარეობდეს სტანდარტი და რა დამხმარე საშუალებები გვაქვს სტანდარტის წერის დროს. გავეცანით შეფასების სხვადასხვა ნიმუშებსა და მეთოდებს რომელიც დაგვეხმარება პროექტის შეფასებისას. ვიმაშავეთ დროში გაწერილ შეფასების გეგმაზე. გავაკეთეტ პროექტის გეგმის პრეზენტაცია, სადაც მოკლედ იყო ასახული პროექტის გეგმა. ვიმუშავთ ბლოგშიც. ვისწავლეთ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული სტატიების წაშლა და აღდგენა. განვიხილეთ სხადასხვა დიზაინივისწავლეთ ჩვენთვის სასურველი სურათის ატვირთვა. ამ ნასწავ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი ბლოგშიც.
Saturday, February 14, 2015
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ რამდენი სახისაა და როგორ უნდა დავამზადოთ ბუკლეტი. განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმაში არსებული სტანდარტიდან, 21 საუკუნის უნარ ჩვევებიდან და ბლუმის ტაქსონომიის ზმნებიდან. ვისწავლეთ როგორ უნდა მოვარგოთ ჩვენი მიაზნები სტანდარტს . განვსაზღვრეთ და განვიხილეთ მიმართულების კითხვები, რომელიც ჩემთვის სიახლე იყო და აქამდე არასდროს გამომიყენებია. ვფიქრობ საინტერესო მიდგომაა პროექტის წერისას, რადგან ის ეხმარება მოსწავლეს საფუძვლიანად გაანალიზოს კონკრეტული თემა და მე მას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი პროექტის წერისას.
Sunday, February 8, 2015
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ ჩვენი არჩეული და ჩვენთვის სასურველი პროექტების მიმოხილვით, განვიხილეთ მისი აქტუალობა თანამედოვეობაში.
მიმოვიხილეთ წინა დღის ნასწავლი მასალა და დავამატეთ word ფაილში მუშაობის პრინციპები, მისი ძირითადი და დამხმარე ინსტრუმენტები.
ვისწავლეთ სარეკლამო ბუკლეტის დამზადება, მისი დიზაინი, გაფორმება, მნიშვნელობა პროექტის განხორციელებისას, მისი სასწავლო პროექტისთვის მორგება, საჭიროება და ინფორმაციულობა. ადგილზევე შევქმენით სარეკლამო ბუკლეტის მონახაზი, გავაფორმეთ და შევეცადეთ საინტერესოდ მიგვეწოდებინა მკითხველისთვის ჩვენი პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა XXI საუკუნეში.
ვიმუშავეთ ბლოგზეც, გავიხსენეთ მისი გაკეთების პრინციპი, ინსტრუმენტები და თვალი გადავავლეთ უკვე გაკეთებულ და განთავსებულ მასალას, ვისწავლეთ ინფორმაციის დამატება და განახლება.
ვფიქრობ, დღევანდელი ტრენინგი ძალიან ინფორმაციული და გამოსადეგი იყო. ის დაგვეხმარება პროექტის სწორად დაგეგმასა და წარმართვაში. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემი პროექტის განხორციელებისას, რადგან ის გახდება უფრო ეფექტური და ორგანიზებული.

Saturday, February 7, 2015
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღე დაიწყო ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის გაცნობით, მიმოვიხილეთ ინტელის ვებ-გვერდი და გავეცანით როგორ უნდა მოვიხმაროთ როგორც დამხმარე სახელმძღვანელო სასწავლო პროექტების წერისას.
გავეცანით გზამკვლევს, როგორც უნდა მოვახდინოდ ამ გვერდის ეფექტურად გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით. შევისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ პორტფოლიოს საქაღალდე. გავეცანით კურსის დამხმარე რესურსებს და შევინახეთ ისინი შემდგომი გამოყენებისთვის. განვიხილეთ სხვადასხვა საგნობრივი პროექტები, მათი დანიშნულება და გამოყენება ბავშვების შემდგომი განვითარებისა და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის შედგენაში. განვიხილეთ და შევისწავლეთ ბლოგების შექმნის სხვადასხვა გზა და ტრენინგის მსვლელობისას ჩვენ თვითონ შევქმენით ბლოგი.
აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი გაკვეთილის დაგეგმისას, რადგან ის მორგებულია თანამედროვე სტანდარტს და მოსწავლეს განუვითარებს XXI საუკუნის უნარ ჩვევებს. ამავედროს სწავლებას და გაკვეთილის პროცესს გახდის საინტერესოს და თანამედროვე ტექნოლოგიებით დატვირთულს.

Subscribe to:
Posts (Atom)