Monday, September 21, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი 
მარიამ ლაზარაშვილი
რაიონი
შიდა ქართლი
სკოლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის საჯარო სკოლა
ქალაქი
გორი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ისწავლე ინგლისური და დაკავდი ხელგარჯილობით
(make crafts and practice your English)
თემის შინაარსი
პროექტი ითვალისწინებს 5-6 კლასის მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ნივთების დამზადებასა და ინგლისურ ენაზე ნამუშევრების წარდგენას. მოსწავლეები რეგისტრირდებიან ბრიტანეთის საბჭოს გვერდზე, ინდივიდუალურად იძიებენ მათთვის საინტერესო ნივთების დამზადების ხერხს, რომლის ინსტრუქციაც თავად ბრიტანეთის საბჭოს გვერდზეა გამოქვეყნებული(http://learnenglishkids.britishcouncil.org/en/craft-downloads) მართავენ პრეზენტაციას საკუთარი ნამუშევრის გაცნობის და სხვა  მოსწავლეთა ინფომრმირების მიზნით. აკეთებენ თავისი პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერს და შემდგომ ზეპირ პრეზენტაციას.
საგანი
ინგლისური
დონე/კლასი  
V-VI კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
4 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

უცხ.დ.IV.2.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის ილუსტრირებული დიალოგის გაგება.
·           ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);
უცხ.დ.IV.3.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის აღწერითი/ ნარატიული ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება.
·           მოვლენათა თანმიმდევრულობის მიხედვით განალაგებს/ნომრავს სურათებს;
უცხ.დ.IV.5. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
·           ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (მაგ. ავსებს ცხრილს/სქემას, ასრულებს ნახატს, პოულობს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა).

უცხ.დ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
·             ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
უცხ.დ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციების აღწერა.
·           ასახელებს მოქმედებებს.
უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზ სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების/ნაკეთობებისგამოფენის მოწყობა; სპექტაკლის დადგმა; უცხოური სამზარეულოს
სხვებისთვის გაცნობა დასხვა) განხორციელება.
·           მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
·            გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
 მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.