Monday, September 21, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი 
მარიამ ლაზარაშვილი
რაიონი
შიდა ქართლი
სკოლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის საჯარო სკოლა
ქალაქი
გორი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ისწავლე ინგლისური და დაკავდი ხელგარჯილობით
(make crafts and practice your English)
თემის შინაარსი
პროექტი ითვალისწინებს 5-6 კლასის მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ნივთების დამზადებასა და ინგლისურ ენაზე ნამუშევრების წარდგენას. მოსწავლეები რეგისტრირდებიან ბრიტანეთის საბჭოს გვერდზე, ინდივიდუალურად იძიებენ მათთვის საინტერესო ნივთების დამზადების ხერხს, რომლის ინსტრუქციაც თავად ბრიტანეთის საბჭოს გვერდზეა გამოქვეყნებული(http://learnenglishkids.britishcouncil.org/en/craft-downloads) მართავენ პრეზენტაციას საკუთარი ნამუშევრის გაცნობის და სხვა  მოსწავლეთა ინფომრმირების მიზნით. აკეთებენ თავისი პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერს და შემდგომ ზეპირ პრეზენტაციას.
საგანი
ინგლისური
დონე/კლასი  
V-VI კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
4 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

უცხ.დ.IV.2.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის ილუსტრირებული დიალოგის გაგება.
·           ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);
უცხ.დ.IV.3.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის აღწერითი/ ნარატიული ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება.
·           მოვლენათა თანმიმდევრულობის მიხედვით განალაგებს/ნომრავს სურათებს;
უცხ.დ.IV.5. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
·           ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (მაგ. ავსებს ცხრილს/სქემას, ასრულებს ნახატს, პოულობს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა).

უცხ.დ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
·             ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
უცხ.დ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციების აღწერა.
·           ასახელებს მოქმედებებს.
უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზ სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების/ნაკეთობებისგამოფენის მოწყობა; სპექტაკლის დადგმა; უცხოური სამზარეულოს
სხვებისთვის გაცნობა დასხვა) განხორციელება.
·           მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
·            გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
 მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.

Tuesday, March 3, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

 ტრენინგის მეცხრე დღეს გავაკეთეთ პრეზენტაციები საკუთარი პრეოქტების, სადაც მოკლედ მიმოვიხილეთ რაზე იქნება ჩვენი პროექტები და რას გაიგებს მოსწავლე ამით. ვიმუშავეთ ბლოგში, სადაც შევქმენით ჩვენი ბლოგისთვის მთავარო მენიუ, რომელიც საშუალებას გვაძლებს გავკეთოთ მოკლე აღწერა ჩვენ ბლოგს და გავხადოთ უფრო მოქნილი. ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა, როგორც მთავარ გვერზე ასევე ჩვენს პოსტშიც. ხოლო ბოლოს გავაკეთეთ შეჯამება და საკუთარი თავის რეფლექსია.

Sunday, March 1, 2015

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს გავიმეორეთ თუ რას უნდა მოიცავდეს ჩვენი პროექტის გეგმის პროცედურები. ქალბატონმა ქეთიმ აგვიხსნა რა როლი აქვს ფასილიტაციას პროექტის განხორციელებისას. შევქმენით ჩვენი საკუთარი ფასილიტაციის ნიმუშები, რომელიც კარგი ინსტრუქციის მიმცემი იქნება მოსწავლეებისთვის, რომ სწორად იხელმძღვანელონ პროექტის კვლევისა და ანალიზის დროს.
გადავხედეთ ჩვენ პორტფოლიოს, გადავახალისეთ და მოვაწესრიგეთ. ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე.

Saturday, February 28, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ გამეორებით და შემდეგ დავიწყეთ მუშაობა ყველა კატეგორიის მოსწავლის საჭიროებით გათვალისწინებულ აქტივობებზე. შევადგინეთ სუსტი და ძლიერი მოსწავლისთვის გათვალისწინებული აქტივობები და ავტვირთეთ ჩვენს გეგმაში. გავეცანით  პროცედურების აღწერის ნიმუშებს, შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი, მოვარგეთ ჩვენს პროექტს და დეტალურად გავწერეთ პროექტის განხორციელების საფეხურები პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე. ტრენინგის ბოლოს დავწერეთ ჩვენი რეფლექსია.

Sunday, February 22, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე როგორც ყოველთვის გამეორებით დავიწყეთ, ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა, როგორ უნდა შეიქმნას ეფექტური პრეზენტაცია და რა საკითხებს უნდა მოიცავდეს პრეზენტაციის გაკეთების საფეხურები. გავეცანით შეფასების ნიმუშებს, რომელიც მოიცავდა ჯგუფურ, თანატოლთა და თვითშეფასებებს, გადმოვწერეთ ჩვენთვის სასურველი და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. გზამკვლევიდან გადავხედეთ გეგმებს, მიმოვიხილეთ პროექტის პროცედურები და მისი საფეხურები. რომელიც ძალიან დაგვეხმარება და გამოგვადგება ჩვენ პროექტის სრულყოფაში.ხოლო ტრენინგის დასასრულს დავწერეთ საკუთარი რეფლექსია.

Saturday, February 21, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე როგორც ყოველთვის დავიწყეთ გამეორებით, მიმოვიხილეთ უკვე ნასწავლი მასალები. ვისწავლოთ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები არსებული შაბლონების გამოყენებით. ვისწავლეთ როგორ უნდა დავტოვოთ კომენტარები სხვის ბლოგზე, შევაფასოთ მისი ნაშრომი ან როგორ წავშალოთ კომენტარი. ვისწავლეთ ბლოგის გამრავალფეროვნება სხვადასხვა გაჯეტების საშუალებით, რომელიც მლოგს გახდის მოქნილს და ადვილად გასაგებს. გაჯეტების საშუალებით ჩავსვით სურათი, გავაკეთეთ გამოკითხვა ჩვენთვის სასურველ თემაზე.

Sunday, February 15, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ გამეორებით თ როგორ იწერება მიმართულების კითხვები, საიდან უნდა გამომდინარეობდეს სტანდარტი და რა დამხმარე საშუალებები გვაქვს სტანდარტის წერის დროს. გავეცანით შეფასების სხვადასხვა ნიმუშებსა და მეთოდებს რომელიც დაგვეხმარება პროექტის შეფასებისას. ვიმაშავეთ დროში გაწერილ შეფასების გეგმაზე. გავაკეთეტ პროექტის გეგმის პრეზენტაცია, სადაც მოკლედ იყო ასახული პროექტის გეგმა.  ვიმუშავთ ბლოგშიც. ვისწავლეთ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული სტატიების წაშლა და აღდგენა. განვიხილეთ სხადასხვა დიზაინივისწავლეთ ჩვენთვის სასურველი სურათის ატვირთვა. ამ ნასწავ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი ბლოგშიც.