Tuesday, March 3, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

 ტრენინგის მეცხრე დღეს გავაკეთეთ პრეზენტაციები საკუთარი პრეოქტების, სადაც მოკლედ მიმოვიხილეთ რაზე იქნება ჩვენი პროექტები და რას გაიგებს მოსწავლე ამით. ვიმუშავეთ ბლოგში, სადაც შევქმენით ჩვენი ბლოგისთვის მთავარო მენიუ, რომელიც საშუალებას გვაძლებს გავკეთოთ მოკლე აღწერა ჩვენ ბლოგს და გავხადოთ უფრო მოქნილი. ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა, როგორც მთავარ გვერზე ასევე ჩვენს პოსტშიც. ხოლო ბოლოს გავაკეთეთ შეჯამება და საკუთარი თავის რეფლექსია.

Sunday, March 1, 2015

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს გავიმეორეთ თუ რას უნდა მოიცავდეს ჩვენი პროექტის გეგმის პროცედურები. ქალბატონმა ქეთიმ აგვიხსნა რა როლი აქვს ფასილიტაციას პროექტის განხორციელებისას. შევქმენით ჩვენი საკუთარი ფასილიტაციის ნიმუშები, რომელიც კარგი ინსტრუქციის მიმცემი იქნება მოსწავლეებისთვის, რომ სწორად იხელმძღვანელონ პროექტის კვლევისა და ანალიზის დროს.
გადავხედეთ ჩვენ პორტფოლიოს, გადავახალისეთ და მოვაწესრიგეთ. ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე.